ლაბორატორიული კვლევა

ბევრი დერმატოლოგიური პრობლემა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გარეგან გამოხატულებას წარმოადგენს, როგორიცაა ენდოკრინული დაავადება, გინეკოლოგიური პრობლემები, იმუნური სისტემის პათოლოგია ან კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები. ამიტომ კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის შემდეგ, გვთავაზობენ იმ ექიმთა კონსულტაციას რასაც კონკრეტული დაავადება ითხოვს და ასევე დაავადებიდან გამომდინარე საჭირო ლაბორატორიულ ან/და დიაგნოსტიკურ კვლევას.

კონკრეტული დაავადების სიმპტომატიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება კანის ანაფხეკის ლაბორატორიული ან ახალწარმონაქმნის დერმატოსკოპული კვლევა.  თმასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თმის კვლევა – ტრიქოგრამა, ან თმის კვლევა მიკროელემენტებზე, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და დიაგნოსტიურკი კვლევა ბიოლოგიურ ნიმუშებზე. დაავადების განსაზღვრა ექიმს შეუძლია, მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შედეგად.

ლინიკა ”მარჯანში” ტარდება  შემდეგი სამედიცინო-დიაგნოსტიურკი კვლევები:

  • კანის ბაქტერიოსკოპული კვლევა (დემოდექსი, მუნი, სოკოვანი დაავადებები და სხვა)
  • ვაგინალური და ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპია (ტრიხამონა, გარდნერელა, სოკო, გონორეა)
  • თმის დიაგნოსტიკა, ტრიქოგრამა – თმის ღერის მიკროსკოპული კვლევა თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის
  • თმის კვლევა მიკროელემენტებზე – თმის სპექტრალური ანალიზი, მიკროელემენტის დონის განსაზღვრა ორგანიზმში
  • სამედიცინო-დიაგნოსტიურკი კვლევა ბიოლოგიურ ნიმუშებზე (სისხლის და შარდის ანალიზი, ვიტამინების, მიკროელემენტების და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში, ჰორმონების კვლევა და სხვა.)
  • ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია – კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხის განსაზღვრა
  • ახალწარმონაქმნის ამოკვეთის ან ბიოფსიის შედეგად აღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა
სამედიცინო-დიაგნოსტიურკი კვლევა ბიოლოგიურ ნიმუშებზე – სისხლის საერთო ანალიზი + ედსი,  კრეატინინი, ტრიგლიცერიდები, გლუკოზა, შარდის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, საერთო ქოლესტერინი, მაღალი სიმკვირივის ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, შარდოვანა, ალბუმინი საერთო კალციუმი (შრატში), რკინა, მაგნიუმი, ელექტროლიტები(Na.K.Ca++), გლიკოზირებული ჰემოგლობინი, თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი ტრიიოდთირონინი, თავისუფალი თიროქსინი, პროლაქტინი, ვიტამინი D, ვიტამინი B12, ჰომეოსტაზის ინდექსის შეფასება, პროკალციტონინი, ინსულინი, C-პეპტიდი ფერიტინი და სხვა.

მობრძანდით სამედიცინო ცენტრ ”მარჯანში” და ჩაიტარეთ სამედიცინო-დიაგნოსტიურკი კვლევები ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს!

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian