მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები გათვალისწინებულია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმებისთვის (დერმატოლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, სტომატოლოგი, რევმატოლოგი და სხვა) და ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ლექცია – სემინარებს. პრაქტიკული უნარჩვევების (მეზოთერაპიული ტექნიკა) დაუფლებისთვის საჭირო მეზოპრეპარატებით და სახარჯი მასალით უზრუნველყოფს კლინიკა „მარჯანი“.
კურსი ტარდება ინდივიდუალურად და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას;
კურსებზე მიიღებიან მხოლოდ სამედიცინო განათლების მქონე პირები – პრაქტიკოსი ექიმები;
კურსს ხელმძღვანელობს ცენტრის მთავარი ექიმი, პროფ. ნატა კილაძე;
სასწავლო პროცესის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს უძღვებიან კლინიკა მარჯანის ექიმები;
პრაქტიკული მეცადინეობა მიმდინარეობს კლინიკა ”მარჯანის” ბაზაზე;
კურსის საფასური – 500 ევროს ექვივალენტი ლარებში;
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კურსანტის მიერ შერჩეულ გრაფიკზე (საშუალოდ ერთი თვე);
კურსის დასრულებისას გაიცემა ქართულ-ფრანგული სერტიფიკატი „მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსი“ Doctor Ph.PETIT –ის ხელის მოწერით.
მეზოთერაპიის სასწავლო კურსის თეორიული ნაწილი გულისხმობს მეზოთერაპიის არსის, მისი გამოყენების სფეროსა და ძირითადი პრინციპების შესწავლას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაკვიკავშირდით შემდეგ მისამართზე
საქართველო, თბილისი, ატენის ქ. 3,
ტელ: +995 32 224 10 99