ბევრი დერმატოლოგიური პრობლემა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გარეგან გამოხატულებას წარმოადგენს, როგორიცაა ენდოკრინული დაავადება, გინეკოლოგიური პრობლემები, იმუნური სისტემის პათოლოგია ან კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები. ამიტომ კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის შემდეგ, გვთავაზობენ იმ ექიმთა კონსულტაციას რასაც კონკრეტული დაავადება ითხოვს და ასევე დაავადებიდან გამომდინარე საჭირო ლაბორატორიულ ან/და დიაგნოსტიკურ კვლევას.
კონკრეტული დაავადების სიმპტომატიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება კანის ანაფხეკის ლაბორატორიული ან ახალწარმონაქმნის დერმატოსკოპული კვლევა. თმასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თმის კვლევა – ტრიქოგრამა, ან თმის კვლევა მიკროელემენტებზე, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და დიაგნოსტიურკი კვლევა ბიოლოგიურ ნიმუშებზე. დაავადების განსაზღვრა ექიმს შეუძლია, მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შედეგად.
კლინიკა ”მარჯანში” ტარდება შემდეგი სამედიცინო-დიაგნოსტიურკი კვლევები:
მობრძანდით სამედიცინო ცენტრ ”მარჯანში” და ჩაიტარეთ სამედიცინო-დიაგნოსტიურკი კვლევები – ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს!