ფსორიაზი, კანის ერთერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კანის საფარის გარდა აზიანებს ფრჩხილებს და იწვევს სახსრების ტკივილს. ფსორიაზი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, ავადდებიან, როგორც მამაკაცები ასევე ქალები. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და მიდრეკილება რეციდივებისადმი.
დაავადების გამომწვევი მიზეზები:
რა სიმპტომები ახასიათებს ფსორიაზს ?
რისკის ჯგუფი
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი პაციენტის დათვალიერებით, ამოწმებს კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას. დაავადების დადასტურების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და გაიცემა რეკომენდაციები.
პროფილაქტიკა და რეკომენდაციები
გაითვალისწინეთ, რომ
ფსორიაზი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ არა სასიკვდილო. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის გამო, მისი სრულად განკურნება შეუძლებელია. დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადეკვატური მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. ძალზედ მნიშვნელოვანია კვებითი რეჟიმის დაცვა რათა არ გამწვავდეს ფსორიაზი.
დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს. დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.