პლაზმოთერაპია  არის გაახალგაზრდავების ინოვაციური, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის რესურსების გამოყენებაზეა დამყარებული და ხანგრძლივმოქმედი ეფექტი აქვს.

ეს არის ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროდუქტი, საკუთრივ პაციენტის სისხლის ცენტრიფუგირებით მიღებული  პლაზმა. მისი მეზოთრაპიული ტექნიკით ინექცირება, იძლევა კანის უჯრედების გაჯერებას, ინტენსიურ დატენიანებას და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას. საკუთარი რეზერვების ხარჯზე ირთვება კანის ბუნებრივი გაახალგაზრდავების ბიოლოგიური მექანიზმი. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა უჯრედს აიძულებს თვითონ გამოიმუშაოს ჰიალურონის მჟავა და დაასინთეზიროს  ელასტინ კოლაგენი. სწორედ ეს თვისება ხდის პლაზმოთერაპიის პროცედურას უნაკლოს და განსაკუთრებულს.

პლაზმოთერაპიის პროცედურისთვის მომზადება საკმაოდ მარტივია, და ბევრი დროც არ სჭირდება. პროცედურის ჩატარებამდე საჭიროა სისხლის აღება, სისხლი თავსდება სპეციალურ სინჯარებში და ხდება მისი ცენტრიფუგირება, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მისაღებად. მიღებული პლაზმა მეზოთერაპიული გზით შეგვყავს კანქვეშ.

პლაზმოთერაპიის მიზანია:

  • კანის გაახალგაზრდავება ბუნებრივი პროცესების აქტივაციით
  • რეგენერაცია

პლაზმოთერაპიის ჩვენება:

  • მოდუნებული, მოშვებული კანი
  • ნაოჭები და შავი რგოლები თვალის ირგვლივ
  • გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • სახის ოვალის ასაკობრივი ცვლილებები
  • კანის ელასტიურობის დაკარგვა ყელზე, დეკოლტესა და სხეულის სხვა ნაწილებზე

შედეგი

  • კანის გაჯერება საკვები ნივთიერებებით – ამინომჟავებითა და ვიტამინებით
  • კანის სტრუქტურის გაუმჯობესება
  • კოლაგენის გამომუშავება, რომელიც გრძელდება 3 თვის მანძილზე; პროცედურის ეფექტი ძლიერდება დროთა განმავლობაში და პლაზმოთერაპიის შედეგი უფრო ხილული ხდება
  • ნაოჭების შევსება და ბიოარმირება თრომბოციტებით მდიდარი ნივთიერებით
  • არ იძლევა ალერგიას, რადგან ეს არის ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროდუქტი

პროცედურა საშუალოდ გრძელდება 45 წუთი, გამეორება ხდება 3-ჯერ, ინტერვალი პროცედურებს შორის 4-6 კვირაა.

გაითვალისწინეთ, რომ

პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. მიანდოთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.

კლინიკა “მარჯანში” პროცედურას ატარებს  ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian