სერვისები

პაციენტების სრულყოფილი და კომფორტული მომსახურების მიზნით კლინიკა “მარჯანში” სერვისები საგრძნობლად გაფართოვდა, გაჩნდა უამრავი სიახლე, რაც საშუალებას გვაძლევს გარდა სრული დერმატოლოგიური მომსახურებისა, ადგილზე – კლინიკიდან გაუსვლელად, შემოგთავაზოთ საჭირო გამოკვლევები, სამკურნალო და ესთეტიკური პროცედურები, ქირურგიული მომსახურება და იმ ექიმთა კონსულტაცია რასაც კონკრეტული დაავადება ითხოვს.

  • ბავშვთა და ზრდასრულთა დერმატოლოგია – კანის დაავადებები, დაავადებული და ჯანმრთელი კანის დიაგნოსტირება, მკურნალობა, სამკურნალო და ესთეტიკური პროცედურები.
  • ტრიქოლოგია – ”თმასთან დაკავშირებული პრობლემები” თმის დაზიანება, სტრუქტურის დარღვევა და ცვენა. დიაგნოსტირება, მკურნალობა და სამკურნალო პროცედურები.
  • დერმატოსკოპია -კანის ახალწარმონაქმნების (ნევუსები, პაპილომები, კანის კიბო) დიაგნოსტიკა – ოპტიკური ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით. კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხის განსაზღვრა.
  • დერმატოქირურგია – კანის ახალწარმონაქმნების მოცილება – ელექტრო ქირურგია და რბილი ქსოვილების ონკოქირურგია, ქირურგიული ამოკვეთა და მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა
  • ესთეტიკა და ანტიდაბერება – დერმატოკოსმეტოლოგია (პილინგი, მეზოთერაპია, ფაგოთერაპია, ცხიმიანი, პრობლემური კანის მოვლა, კანის ატრავმული წმენდა, და სხვ.), სახის, თმისა და სხეულის ესთეტიკური პრობლემების თერაპიული გადაწყვეტა: სახის მოდელირება, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, ბუსტერიზაცია, მიმიკური ნაოჭების კორექცია (ბოტულინოთერაპია)
  • ლაბორატორიული კვლევები
      • კანის ანაფხეკის მიკროსკოპული კვლევა (დემოდექსი, მუნი, სოკოვანი დაავადებები)
      • ვაგინალური და ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპია (ტრიხამონა, გარდნერელა, სოკო, გონორეა)
      • ტრიქოგრამა – თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის.
      • თმის კვლევა მიკროელემენტებზე – თმის სპექტრალური ანალიზი, მიკროელემენტის დონის განსაზღვრა ორგანიზმში
      • ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია – კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხის განსაზღვრა
      • მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა
      • სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური კვლევა, მიკროელემენტების განსაზღვრა და სხვა
  • ენდოკრინოლოგია – ჰორმონალური დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ვიტამინების და მინერალების დეფიციტი
  • ნუტრიციოლოგია და კანის გავრცელებული დაავადებები, მიკროელემენტების დისბალანსი ორგანიზმში, წონის კორექცია, დიაბეტი ტიპი II.
  • ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპია – ემოციათა მართვის სირთულეები, შფოთვითი მდგომარეობა, პანიკური შეტევები, კვებითი დარღვევები, ურთიერთობის სირთულეები, აკვიატებული აზრები და ქმედებები, ფსიქოდერმატოლოგია

კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის, კონსულტაციის, კვლევისა და დიაგნოსტიკის შედეგად განსაზღვრავენ დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და შემოგთავაზებენ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს – სამკურნალო და/ან ესთეტიკურ პროცედურებს.

საჭიროების შემთხვევაში კლინიკა „მარჯანი“ უზრუნველყოფს ასევე იმ პროფილის ექიმთა კონსულტაციას, კვლევას და რეკომენდაციებს, რასაც კონკრეტული დაავადება ითხოვს.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენ ჯანმრთელობაზე!

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian