ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპიული კვლევა
თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც
მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში – რადგან ახალწარმონაქმნი განიცდის ცვლილებებს.
მთავარი იარაღი, ასეთი პრობლემების წინააღმდეგ, კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი – კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა. ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე – თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.
დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი. ასეთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანის სიმსივნური წარმონაქმნები წლიდან წლამდე იზრდება.