მიკრონუტრიენტები (ვიტამინები და მინერალები) აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუქციების შესასრულებლად. ისინი თითქმის ყველა პროცესში იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, როგორიცაა ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნა, სისხლის შედედება, ზრდა-განვითარება, ძვლების ჩამოყალიბება და სხვა. აუცილებელია მიკროუტრიენტებით კვების რაციონის გამდიდრებაბა და მათი ყოველდღიური მიღება.
კრიტიკულია ორგანიზმის მიკრონუტრიენტების საჭირო რაოდენობით მომარაგება და დეფიციტისა და დოქსიურობის (გადამეტებული რაოდენობის) თავიდან აცილება. მათი დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკრონუტრიენტების შეთვისების გართულებით ან/და არა ჯანსაღი კვებითი რაციონით.
დიდი ხნის განმავლობაში მიკრონუტრიენტების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ასევე იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე. ზოგიერთი მაკრონუტრიენტები ერთად მოქმედებენ და ეხმარებიან ერთმანეთის შეთვისებაში. მაგალითად ვიტამინი A უმნიშვნელოვანესია მხედველობისთვის და დაავადება – ქათმის სიბრმავის პრევენციისთვის. A ვიტამინის შეთვისების პროცესში კი ცინკი (Zink) დიდ როლს ასრულებს. მსგავსად მოქმედებენ ვიტამინი D და კალციუმი (Ca). D ვიტამინი, რომლის მთავარი წყაროა მზე და ასევე ნაწილობრივ გარკვეული საკვები პროდუქტები, მაგ. ცხიმიანი თევზი, ეხმარება ორგანიზმს კალციუმის (Ca) შეწოვაში და შემდგომ ერთად მოქმედებენ ძვლების ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტი – რკინა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენერგიის დონესთან, მოქმედებს C ვიტამინთან ერთად და საკმაოდ ზრდის რკინის შეთვისებას ორგანიზმში.
ბალანსირებული კვების რაციონი, რომელიც მდიდარია როგორც აუცილებელი მაკრო- ასევე მიკრონუტრიენტებით, ხელს უწყობს ნუტრინტების დისბალანსის პრევენციასა და ამცირებს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების ჩამოყალიბებას დროთა განმავლობაში.