დერმატოკოსმეტოლოგია

დერმატოკოსმეტოლოგია მედიცინის დარგია, რომლიც ორიენტირებულია კანის პრობლემების კოსმეტოლოგიური პროცედურების საშუალებით აღმოფხვრაზე, რაც გვეხმარება კანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში და სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემების მოგვარებაში. მაგ. პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ნაწიბურები, ცხიმიანი, მშრალი ან მოდუნებული კანი, მეჭეჭები, კანის ნაოჭები და ა. შ. ეს არის სფერო, რომელიც ემსახურება სილამაზის შენარჩუნებას, მოიცავს კანის ესთეტიკური კორექციის სხვადასხვა ასპექტებს და აპრობირებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. შეისწავლის კანის კოსმეტოლოგიურ ტიპებს, კანის ასაკობრივ მორფოლოგიურ თავისებურებებს, კოსმეტოლოგიური საშუალებების ფორმებს და მათი შემადგენელი ინგრედიენტების მოქმედების მექანიზმებს.

აღსანიშნავია, რომ კანის ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კოსმეტოლოგიურ პრობლემაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება ტოვებს სერიოზულ და/ან შესამჩნევ დეფექტებს კანის ზედაპირულ და ღრმა სტრუქტურებში (განსაკუთრებით სახეზე), მიუხედავად სრული კლინიკური გამოჯანმრთელებისა. დერმატოკოსმეტოლოგიის ინოვაციური ტექნოლოგიები (მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია,  პილინგი, ნიღბები და სხვა), კოსმეცევტიკის უახლესი მიღწევები (პროფესიონალური კოსმეტიკა), აპარატული თერაპია (ლაზერული თერაპია და სხვ.), დერმატოქირურგია და პლასტიკური ქირურგია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და იხვეწება, გვაძლევს საშუალებას მოვაგვაროთ კანთან დაკავშირებული აღნიშნული პრობლემები.

კანზე მოქმედებს ქალის სასქესო ჰორმონებიც. ისინი კანში არსებულ ესტროგენულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით ხელს უწყობენ კანში ჰიალურონის მჟავის რაოდენობის ზრდას და ტენიანობის შენარჩუნებას. ესტროგენების დეფიციტი კი იწვევს კანის ელასტიურობის დაქვეითებას.  ესტროგენი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, მონაწილეობს კანის პიგმენტის, მელანინის წარმოქმნაში. ასაკის მატებასთან ერთად კანში ესტროგენების რეცეპტორების რაოდენობა მცირდება და ელასტიური ბოჭკოები დეგენერაციას განიცდიან, კანის დატენიანება მცირდება, შრება, ჩნდება პიგმენტური ლაქები.

მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დერმატოკოსმეტოლოგია და ესთეტიკური მედიცინა, რადგან თანამედროვე  ესთეტიკურ ინდუსტრიაში არის სპეციალური მეთოდები, უახლესი ტექნოლოგიები და ეფექტური საშუალებები.  ამ სფეროში მომუშავე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ძალუძთ ეფექტური დახმარება გაუწიონ ქალებს მეორე „გარდამავალი“ ასაკის პერიოდში – იზრუნონ მათ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

როგორ მოუაროთ კანს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანი?

რას გვთავაზობს კლინიკამარჯანი” ?

კლინიკა ”მარჯანის” ექიმები დერმატოკოსმეტოლოგიასა და ესთეტიკაში გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს:

  • დაავადებული და ჯანმრთელი კანის, თმის და ფრჩხილების მოვლა დერმატოკოსმეტოლოგიის ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით
  • დაავადებული კანის მკურნალობის პარალელურად დერმატოლოგიური დაავადებების (აკნე, როზაცეა, მეჭეჭები, პაპილომები) შემდგომი დეფექტების კორექცია (ნაწიბურები, კელოიდები, სტრიები, ტელეანგიექტაზიები, კანის უხეში რელიეფი)
  • პრობლემური და ჯანმრთელი კანის ღრმა წმენდა და ნიღბები მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეცევტიკური პროდუქციით (Holy Land cosmetics). პაციენტის კანის ტიპისა და დერმატოლოგიური პრობლემების მიხედვით ექიმი ირჩევს წმენდის შესაბამის პროგრამას
  • კანის აშრევება – ქიმიური პილინგი, კანის ზედაპირული „დაზიანება სასიკეთოდ“, რაც ასტიმულირებს კანის აქტიურ რეგენერაციას, რის შედეგადაც ხდება არასიცოხლისუნარიანი შრეების ახლით შეცვლა. პილინგი ეფექტურია როგორც ესთეტიკაში ისე კანის დავადებათა მკურნალობაში – აკნე და პოსტაკნე, როზაცეა, კანის ქრონო- და ფოტოდაბერება, სებორეული და აქტინური კერატოზი, კანის უხეში მიკრორელიეფი, გაფართოებული ფორები, ზერელე ნაწიბურები და სხვა
  • კანის მოვლის საშუალებები – Holy Land cosmetics
  • სამკურნალო და ესთეტიკური მეზოთერაპია – სხვადასხვა დერმატოლოგიური, ტრიქოლოგიური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარებისთვის. პროცედურებში იყენებენ მაღალი ხარისხის მზა მეზოპრეპარატებს, ფაგებს და ხშირ შემთხვევაში ექიმები თავად ადგენენ  მეზოკოქტეილებს, არსებული პრობლემიდან გამომდინარე. მეზოთერაპიის გამოყენების უპირველესი ჩვენებაა: კანის ქრონო- და ფოტოდაბერება, აკნე, კანის უხეში რელიეფი, ფოლიკულიტი, თმის ცვენა და სხვა
  • ელექტრო დერმატოქირურგია – კაპილარული ტელეანგიექტაზიების, კანის ახალწარმონაქმნების, პაპილომების,მეჭეჭების, ფიბრომების, კონდილომების ელექტროკოაგულაცია
  • გაითვალისწინეთ

ინექციური პროცედურების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, მიანდეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.
კლინიკა მარჯანში პროცედურებს ატარებენ ექიმი დერმატოკოსმეტოლოგები მრავალწლიანი გამოცდილებით.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian