ბიოლოგიური დაბერება დაახლოებით 25 წლიდან იწყება, კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას, მასზე ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ოვალი, მიმდინარეობს სახის პროპორციების ცვლილებები, ხდება წარბების, ყვრიმალების, პირის კუთხის დაწევა. ბუნებრივი დაბერება უკავშირდება ჰისტოლოგიურ ცვლილებებს დერმაში – დერმის უჯრედების რაოდენობის, ზომის და ასევე ძირითადი ნივთიერებების, კოლაგენისა და ელასტანის მოცულობის შემცირებას. ასაკის მატებასთან ერთად დერმაში ჰიალურონის მჟავის შემცირების გამო ხდება სითხის დაკარგვა, რაც მკვეთრად აუარესებს კანის მდგომარეობას. სამწუხაროდ, ამ მოვლენების მთლიანად შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია დაბერების პროცესის გადავადება შორეულ მომავალში.
კანის მოვლის თერაპიულ მეთოდები, იძლევა კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების ეფექტს და ასევე მიღწეული შედეგების შენარჩუნების საშუალებას. კანის მკურნალობა და მოვლა, დაავადების შემდგომ დარჩენილი დეფექტების აღმოფხვრა, პრობლემური კანისთვის შესაბამისი დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება და მათი პერიოდულობა, კოსმეტოლოგიური საშუალებების სწორად შერჩევა გვაძლევს შანსს, დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანი.
თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკოსი დერმატოკოსმეტოლოგის გამოცდილებას, პაციენტი, რომელიც კარგი ხარისხის და სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებით სარგებლობს, საგრძნობლად იუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ინარჩუნებს და იხანგრძლივებს ახალგაზრდულ იერს და პირიქით – კოსმეტიკური საშუალებების არასწორი გამოყენების შედეგად სავალალო მდგომარეობამდე მიდის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია კანის დამატენიანებელი საშუალებები. კანი სითხის უმნიშვნელოვანესი რეზერვუარია. იგი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის საერთო რაოდენობის 15-18%-ს. გაუწყლოებული კანი პრაქტიკულად არ იყენებს სითხეს ორგანიზმის სხვა რეზერვუარიდან. მთელი რიგი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ გარქოვანებულ ეპითელში (რქოვანა შრეში) კანის ელასტიურობის შენარჩუნებისათვის წყლის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხიმების.
ახალი თაობის პროფესიონალური კოსმეტიკა (კოსმეცევტიკა), მოწოდებულია გადაჭრას კანის სერიოზული პრობლემები; არც ისეთი ღრმა, რომლებიც საჭიროებენ სამკურნალო პრეპარატებს, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი, რომლის დროსაც კანის მოვლისა და ჰიგიენის ჩვეულებრივი საშუალებები უძლურია, ანუ საუბარია აქტიურ სამკურნალო კოსმეტიკაზე.
და მაინც, რას გულისხმობენ ასეთ პრეპარატებში? ეს პრეპარატები შეიცავენ:
კლინიკა ”მარჯანი” გთავაზობთ კანის მოვლისა და გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების პროცედურებს და პროფესიონალურ კოსმეტიკურ საშუალებებს:
კანის ატრავმული წმენდა (სახე, დეკოლტე, ზურგი)
პროცედურა ტარდება მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეცევტიკური პროდუქციით (Holy Land cosmetics laboratories). პაციენტის კანის ტიპისა და დერმატოლოგიური პრობლემების მიხედვით ექიმი ირჩევს წმენდის შესაბამის პროგრამას (A-NOX, Double Action, Renew Formula, Whitening, BIO REPAIR, C THE SUCCESS, Q10 ENERGIZER და სხვ.). პროცედურაში შედის მსუბუქი აშრევება (პილინგი) და ნიღაბი. პროცედურის ხანგრძლივობა ორი საათია. პროცედურა კომფორტული და უმტკივნეულოა და მისი დასრულების შემდგომ უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ნიღბები (სახე, დეკოლტე, ზურგი)
პროცედურა ტარდება მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეცევტიკური პროდუქციით (Holy Land cosmetics laboratories), პაციენტის კანის ტიპისა და დერმატოლოგიური პრობლემების მიხედვით ექიმი ირჩევს ნიღბის შესაბამის პროგრამას (A-NOX, Double Action, Renew Formula, Whitening, BIO REPAIR, C THE SUCCESS, Q10 ENERGIZER და სხვ.). პროცედურის ხანგრძლიობა ერთი საათია. პროცედურის შედეგად ხდება კანის კვება, დატენიანება, უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
Holy Land cosmetics პროფესიონალური კოსმეტიკის კომპანიაა, რომელიც სახისა და სხეულის კანის მოვლისა და მკურნალობის მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს; გვეხმარება კანის სხვადასხვა ტიპის მოვლასა და პრობლემის მოგვარებაში. მრავალფეროვანი პროდუქციის ხაზები მოიცავს, როგორც პროფესიონალურ დაწესებულებებში ჩასატარებელ პროტოკოლებს, ასევე სერიებს სახლში გამოყენებისთვის.