როზაცეას და აკნეს მსგავსი კლინიკური გამოვლინებები აქვთ. თუმცა შესაძლებელია ორივე დაავადება ერთდროულად განვითარდეს. ხშირად როზაცეა თან სდევს აკნეს, მაგრამ აკნესგან განსხვავებით იგი არ აზიანებს ფოლიკულურ აპარატს და არ ხასიათდება სებორეით.
როზაცეა ძირითადად გავრცელებულია თეთრკანიანებში, ჩვეულებრივ 30 წლის შემდეგ იწყება და 40-60 წლის ასაკში აღწევს პიკს, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
რა სიმპტომები ახასიათებს როზაცეას ?
როგორია როზაცეის სტადიები ?
რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას ?
როზაცეის განვითარების რისკფაქტორები:
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
როზაცეას დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე, დიაგნოზის დადასტურების მიზნით ტარდება მიკროსკოპული და ჰისტოლოგიური კვლევა. როზაცეის მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით, დიაგნოსტიკური კვლევებისა და დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
კლინიკა ”მარჯანის” ექიმები გვთავაზობენ:
გაითვალისწინეთ, რომ
დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს, რადგან უყურადღებობის შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმე ფორმაში გადადის, რომელიც გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას. დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.