ფსორიაზი

ფსორიაზი, კანის ერთერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კანის საფარის გარდა აზიანებს ფრჩხილებს და იწვევს სახსრების ტკივილს. ფსორიაზი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, ავადდებიან, როგორც მამაკაცები ასევე ქალები. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და მიდრეკილება რეციდივებისადმი.

დაავადების გამომწვევი მიზეზები:

  • დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა;
  • სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;
  • ენდოკრინული პათოლოგიები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • სისტემური დაავადებები;
  • კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა ტრავმირება, გაღიზიანება;

რა სიმპტომები ახასიათებს ფსორიაზს ?

  • მოვარდისფრო, მოწითალოა ან მუქი წითელი ფერის გამონაყარი, ერთეული პაპულებით, რომლის ზედაპირი დაფარულია დამახასიათებელი თეთრი მოვერცხლისფრო ქერცლით
  • შესაძლებელია გავრცელებული გამონაყარიც. თავდაპირველი წვრილი პაპულები თანდათან იზრდება, ერთიანდება მსხვილ და გიგანტურ კერებად, რომლებიც დაფარულია მოვერცხლისფრო, მოთეთრო ქერცლით
  • პაპულების მოფხეკის დროს, ვლინდება ფსორიაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ”სტეარინის ლაქა, ტერმინალური აპკი, სისხლიანი ნამი”
  • გამონაყარის ტიპიური ადგილებია: თავის თმიანი არე, იდაყვის და მუხლის სახსარი, ზურგის ქვემო ნაწილი, დუნდულოები
  • ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით და იცვლის ფერს, სოკოვანი ინფექციის მსგავსად
  • გამონაყარს ზოგჯერ ახლავს ქავილი.

რისკის ჯგუფი

  • ცენტრალური, ნერვული და ვეგეტატიური სისტემების დარღვევების მქონე პირები
  • კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
  • კანის ტრავმების მქონე პირები.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი პაციენტის დათვალიერებით, ამოწმებს კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას. დაავადების დადასტურების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და გაიცემა რეკომენდაციები.

  • სისტემური მკურნალობა
  • ადგილობრივი თერაპია
  • სხივური თერაპია.

პროფილაქტიკა და რეკომენდაციები

  • კანის დატენიანება
  • ცივ და მშრალ შენობებში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება
  • ლიტიების და ბეტა-ბლოკატორების მიღებისგან თავის შეკავება
  • სწორი კვება და რეკომენდაციები დაავადების განვითარების რისკფაქტორების გათვალისწინებით – ნუტრიციოლოგის კონსულტაცია
  • გამწვავებული ფსორიაზისას რეკომენდირებულია ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი და თევზი, რძის პროდუქტები, ზღვის კომბოსტო, ნებისმიერი სახეობის თხილი
  • დაუშვებელია შებოლილი პროდუქტი, წითელი თევზი, ცხოველური ცხიმები, კვერცხი, ღორისა და იხვის ხორცი, ცომეული.

გაითვალისწინეთ, რომ

ფსორიაზი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ არა სასიკვდილო. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის გამო, მისი სრულად განკურნება შეუძლებელია. დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადეკვატური მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. ძალზედ მნიშვნელოვანია კვებითი რეჟიმის დაცვა რათა  არ გამწვავდეს ფსორიაზი.

დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს. დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian