ელექტროქირურგია არის ქირურგიული ჩარევის არაინვაზიური მეთოდი, იგი გამოიყენება თანამედროვე მედიცინის სხვადასხვა დარგში.
დერმატოლოგიაში, ელექტროქირურგიის ძირითადი ამოცანები დაკავშირებულია სხვადასხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნებისა და კაპილარული ტელეანგიოექტაზიების მოცილებასთან. მაღალი სიხშირის (200 kHz-5.5 MHz) ცვლადი ელექტრული დენის გამოყენებით ხდება ბიოლოგიური ქსოვილების თანდათანობითი განადგურება.
მაღალი სიხშირის დენის ცვლილებით და მოდულირებით იცვლება ტალღის ფორმა, რაც სხვადასხვა ხარისხის ზემოქმედების საშუალებას იძლევა სხეულის ქსოვილებზე. ელექტროქირურგიულ სამედიცინო მოწყობილობებს შეუძლიათ იმუშაონ, როგორც იმპულსურ, ასევე უწყვეტი რეჟიმში. ელექტრული დენის იმპულსური ზემოქმედება აუცილებელია ელექტროკოაგულაციისთვის, ხოლო დენის უწყვეტი ზემოქმედება საჭიროა ჭრილობის, კვეთის ჩატარებისთვის.
დერმატოლოგიაში კანის წარმონაქმნების მკურნალობის რამოდენიმე დესტრუქციული მეთოდი არსებობს:
ყველა ამ მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქირურგიული მეთოდით მოცილებისას, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ნაწიბური. ელექტროქირურგიული მეთოდის შემთხვევაში ნაწიბური უფრო ნაკლებად შესამჩნევია, თხევადი აზოტითა და ქიმიური ხსნარებით მოცილების შემთხვევაში, საკმაოდ ძნელია ამ რეაგენტების დამაზიანებელი მოქმედების სიღრმის განსაზღვრა, რაც ხშირად ხდება არასასურველი ნაწიბურის წარმოქმნის მიზეზი, ხოლო შეხორცების პროცესი ჭიანურდება. გარდა ამისა, რჩება შანსი, რომ კანის წარმონაქმნი სრულად არ იქნება მოცილებული.
თუ რომელი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი დერმატოლოგი, წარმონაქმნის კვლევის საფუძველზე ციფრული დერმატოსკოპის მეშვეობით.
კლინიკა ”მარჯანში” კაპილარული ტელეანგიოექტაზიების, პაპილომების, კონდილომების, მეჭეჭებისა და კანის სხვა წარმონაქმნების (ფიბრომები, ათერომები, კერატომები, კერატოაკანტოზები, ”კანის რქა” და ა.შ.), მოცილება ხდება ელექტროქირურგიული მეთოდით. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურის შემდეგ კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც სწორდება 1-2 კვირის განმავლობაში.
პაციენტმა კანის ახალ წარმონაქმნების ნებისმიერი გამოვლინებით უნდა მიაკითხოს დერმატოლოგს რათა დადგინდეს, რა საშუალებით არის შესაძლებელი მისი ეფექტური მკურნალობა. კანის ახალ წარმონაქმნების მკურნალობისთვის მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური და უნდა პასუხობდეს პაციენტის მოთხოვნებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს მათ მოშორებას გულისხმობს.