თმის სპექტრალური ანალიზი

თმის სპექტრალური ანალიზი, ანუ თმის კვლევა მიკროელემენტებზე (მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში), არის დიაგნოსტიკური ტესტი, რომლის მეშვეობით ხდება თმაში ტოქსიკური და ესენციალური (შეუცვლელი) ელემენტების დონის განსაზღვრა. ტესტი გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობითა და სიზუსტით ორგანიზმის მინერალური ბალანსის შესაფასებლად.

აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტიკურ ბიოსუბსტრატებს შორის (სისხლი, შარდი, ფრჩხილები, კბილების დენტინი და ნერწყვი) თმას გააჩნია ყველაზე მაღალი ინფორმატიულობა ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებისა და ასევე ესენციური მიკროელემენტების დონის შესაფასებლად.

რატომ თმის ანალიზი – თმა კვლევის ტრადიციული ობიექტია კრიმინალისტიკასა და ეკოლოგიური მონიტორინგის საკითხებში. ის ზრდის ფიქსირებული დინამიკით ხასიათდება (0.3 მმ. დღეში), შეიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელსაც ადამიანი იღებს საკვებთან, წყალთან, ჰაერთან და მედიკამენტებთან ერთად. თმის ნიმუშის აღება უმტკივნეულო და უსაფრთხოა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პედიატრიულ პრაქტიკაში. თმის სპექტრალური ანალიზი ნათლად ასახავს ქიმიური ელემენტების დონის როგორც დეფიციტს, ასევე მატებას ორგანიზმში.

თმის აღება (მოჭრა კანთან მაქსიმალურად ახლოს!) ხდება მსოფლიო სააგენტოს მიერ მოწოდებული მეთოდიკის თანახმად (hair  washing method proposed by the International Atomic Energy Agency (IAEA 1978.) კეფის მიდამოდან.

სტანდარტული კვლვა ტარდება 30 ელემენტზე:

  • ტოქსიკური ელემენტები: (As, Pb, Cd, Hg, Sr, Bi, Zr, Ti, Sb,  Ag, V, Ni, Rb, Ba, Sn, Ga, Ge.)
  • ესენციალური მიკროელემენტები: (Fe, Se, Ca, Cu, Zn, Co, Cr, Mo, Mn, K, S, Br, Cl,)

გაფართოებული კვლევა ტარდება 35 ელემენტზე: სტანდარტულ ჩამონათვალს ემატება 5 ტოქსიკური ელემენტი (Tl, , Y, Nb, In, W).

თმის მიკროელემენტების ანალიზი შეუცვლელია იმ პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებთ კანის დაავადებები (ნეოროდერმიტი, აკნე, ვიტილიგო, დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეა), თმის ცვენა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, იმუნოდეფიციტი და სხვა.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian