ციფრული დერმატოსკოპია

ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპიული კვლევა

თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც

  • არათანაბრად იზრდება და დაირღვა კონტური
  • იცვალის ფერს – დაკარგა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ
  • არათანაზომიერი გახდა შეფერილობა – გაჩნდა ერთზე მეტი ფერი – ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან მოცისფრო, პერიფერიაზე გაჩნდა ქობა
  • ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა
  • ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა – ანთებითი სიწითლე
  • ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა
  • ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ
  • ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები და სისხლმდენია

მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში – რადგან ახალწარმონაქმნი  განიცდის ცვლილებებს.

მთავარი იარაღი, ასეთი პრობლემების წინააღმდეგ, კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი – კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა. ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე – თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.

დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი. ასეთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანის სიმსივნური წარმონაქმნები წლიდან წლამდე იზრდება.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian