ჰისტომორფოლოგიური კვლევა

კანის ახალწარმონაქმნების დერმატოსკოპიური კვლევის შედეგად, საეჭვოდ მიჩნეულ შემთხვევებში, ნაჩვენებია ქირურგიული ამოკვეთა, ან ბიოფსია. კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოზის დასმა ხდება კანის ოპტიკური დერმატოსკოპიისა და სიმსივნეებისთვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, ხოლო დიაგნოზის დაზუსტება და დადასტურება კი შესაძლებელია პოსტოპერაციული კვლევის – ჰისტომორფოლოგიის საფუძველზე, ანუ ამოკვეთილი მასალის შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევით. ჰისტომორფოლოგიური კვლევა არის ბიოლოგიური ქსოვილების მიკროსკოპული კვლევის მეთოდი და ეხება ცალკეული სტრუქტურების შესწავლას, რომლებიც ქმნიან უჯრედს და მათ ერთობლიობას.

როდესაც რუტინული / რეგულარული ჰისტოლოგიური ტესტირება არასაკმარისია დიაგნოზის დასადგენად, მაშინ ტარდება იმუნოჰისტოქიმია, რომელიც ითვლება ჰისტომორფოლოგიური კვლევის მოწინავე ფორმად.  ჩვეულებრივ, თავდაპირველად, იმუნოჰისტოქიმია არ გამოიყენება.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian