ნუტრიციოლოგია

ნუტრიციოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საკვებს და მის ზემოქმედებას ჩვენს ორგანიზმზე.  თანამედროვე მედიცინაში ნუტრიციოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან კვებას უდიდესი როლი აქვს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში. ნუტრიციოლოგიის მთავარი ამოცანაა ადამიანის რაციონალური კვების ორგანიზაცია, კვების კორექციის პროფილაქტიკური ღონისძიერბების ჩატარება, როგორც ჯანმრთელობის ასევე სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით.

ნუტრიციოლოგიური მიდგომა ადამიანის ორმანიზმისადმი გამომდინარეობს მისი, როგორც ერთიანი და თვითრეგულირებადი სისტემის აღქმიდან. ადამიანი მუდმივად საჭიროებს კვების ისეთ შეუცვლელ ფაქტორებს, როგორებიცაა ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავებს და ა.შ.

ნუტრიციოლოგიის ამოცანაა კვების რაციონის ოპტიმიზაცია, რათა საკვები თვითონ იქცეს წამლად ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის შერჩეული იქნას კვების დაბალანსირებული, ინდივიდუალურად მასზე მორგებული სისტემა, მისი გემოვნების,  მიდრეკილებების, ფიზიოლოგიური თავისებურებების და დაავადების გათვალისწინებით. სწორედ ამისთვის არსებობს ნუტრიციოლოგია.

ჰაერთან და წყალთან ერთად, საკვები არის ადამიანის სიცოცლის წყარო. იმაზე, თუ როგორია საკვები, რამდენად დაბალანსირებულია, გამდიდრებულია ნუტრიენტებით, დამოკიდებულია ორგანიზმის ენერგიით შევსება, ქსოვილების განვითრება, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციების გააქტიურება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაცია, ფიზიკური მდგომარეობის განმტკიცება, დაავადებათა პროფილაქტიკა, ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესების შენელება და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება.

ისეთი დაავადებების უმრავლესობა, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, კანის გავრცელებული დაავადებები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვა მიეკუთვნებიან  ალიმენტურ-დამოკიდებულ მდგომარეობებს. რაც ნიშნავს იმას, რომ, ადამიანს ერღვევა კვების რეჟიმი, უჩნდება ვიტამინების, მინერალების – ნუტრიენტების დეფიციტი, რომლებიც არეგულირებენ  ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. მრავალ დაავადებას ნუტრიციოლოგია ხსნის, როგორც იმ საკვები დეფიციტს, რომელთა მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი უნდა იღებდეს მცენარეულ, ცხოველურ და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებს.

ნუტრიციოლოგს უნდა მივაკითხოთ იმ შემთხვევაში როცა გვინდა ბალანსირებული, სწორი კვების რაციონის შერჩევა წონის მიუხედავად, რადგან ჯანსაღი კვება ეს არის პირველ რიგში, იმ ვიტამინითა და მინერალით უზრუნველყოფილი საკვების მიღება, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian