ფსიქოთერაპია

რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია – ეს არის  ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდით მკურნალობა, რაც გულისხმობს ვერბალურ თუ არავერბალურ გავლენას ადამიანის ემოციებზე, თვითშეგნებაზე, აზრებზე ფსიქიკური, ნერვული თუ ფსიქოსომატური დაავადებების დროს. ფსიქოთერაპია გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც ხდება ადამიანის დახმარება ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევა და პიროვნული სტაბილურობის მიღწევაში. ფსიქოთერაპია თერაპიული პროცესია, რომელიც აგებულია დიალოგზე და სადაც გეძლევა შესაძლებლობა, ისაუბრო გულახდილად პროფესიონალთან, გაანალიზო საკუთარი პრობლემები, კონფლიქტები და მოძებნო ოპტიმალური გამოსავალი.

ვინ არიან ფსიქოთერაპევტის პაციენტები?

ფსიქოთერაპევტის პაციენტები – ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები არიან, რომლებსაც გააჩნიათ ფსიქოლოგიური პრობლემები და ხასიათის თავისებურებები.

პაციენტებს ხშირად უჭირთ ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის განსხვავება ერთმანეთისგან. რა სხვაობაა მათ შორის?

ფსიქიატრი გახლავთ ექიმი, სპეციალიზირებული ფსიქიატრიაში, რომელიც მკურნალობს როგორც ფსიქიკურ, ასევე ქცევით აშლილობებს.  ამ დარგის სპეციალისტი ფსიქიკური სიმპტომატიკის შესუსტების, მოხსნის თუ რემისიის მისაღწევად იყენებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ფსიქოტერაპევტი კი გახლავთ სპეციალისტი, რომელიც პაციენტებს ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება. მისი ძირითადი „ინსტრუმენტი“  გახლავთ საუბარი, ფსიქოთერაპიული ეთიკის ჩარჩოში. ფსიქოთერაპევტის მიზანია პაციენტს აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დაეხმაროს შინაგანი რესურსის ძიებაში, სირთულეების გადალახვასა და მიზნის მიღწევაში.

ფსიქოთერაპიის მიზანი

  • მენტალური გაჯანსაღება
  • ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება
  • გარემოსთან, სოციუმთან ურთიერთობის ცვლილება
  • ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

რა ჩივილებით მოგმართავენ ყველაზე ხშირად?

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მომართვის მიზეზი მეტნაკლებად სხვადასხვაგვარია. შედარებით მცირე ასაკში ხშირად ვხვდებით გარემოსთან ადაპტაციის პრობლემებს, ანტისოციალურ ქცევას, აკვიატებებს, ასაკობრივ თავისებურებებს. მოზარდებთან უფრო მეტადაა ემოციების მართვის, სოციალური ადაპტაციის სირთულეები, თვითშეფასების პრობლემა, სხვადასხვა სახის  დამოკიდებულებები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინტერნეტდამოკიდებულებას. მოზრდილებში – სტრესი, დეპრესია, კომუნიკაციის პრობლემები, ფსიქოსომატური ჩივილები.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები?

პრობლემების გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაგვარია. მიზეზი შესაძლოა იყოს ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა, კონფლიქტი, დანაკარგი, სტრესი.

როგორი გავლენა მოახდინა პანდემიამ  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

პანდემიისგან გამოწვეული სტრესული ფონი შეეხო თითოეულ ჩვენთაგანს. ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან და აქედან გამომდინარე განსხვავებულად  ვრეაგირებთ  სტრესზე და  სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით მას. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა ეს პერიოდი პროდუქტიულად გამოიყენა, უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, აღმოაჩინა ახალი რესურსები და შესაძლებლობები. ზოგისთვის მკაცრი კარანტინი აწმყოსა თუ მომავალზე შიშის და შფოთვის მიზეზი გახდა, რთული აღმოჩნდა ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება. არსებულმა სირთულეებმა გამოიწვია აგრესიის, გაღიზიანების, დეპრესიული ფონის მატება, რამაც გაზარდა  ფსიქოთერაპევტების, ფსიქოლოგების და ნევროლოგების ჩართულობის  საჭიროება.

როდის უნდა  მიმართოთ ფსიქოთერაპევტს?

ფსიქოთერაპიის  საჭიროება იწყება იქ, სადაც ჩნდება პრობლემა  და მთავრდება, პრობლემის გაქრობასთან ერთად. ფსიქოთერაპევტის ჩართულობის აუცილებლობა ხდება კონკრეტული ნევროტული და ფსიქოლოგიური პრობლემატიკის გაჩენის დროს, როდესაც ამჩნევთ, რომ მარტო ვერ უმკლავდებით მათ და გჭირდებათ დახმარება.

  • ფსიქოლოგიური ტრავმები
  • ფსიქო-სომატური სიმპტომები
  • სტრესმედეგობის გამომუშავება
  • პირადი, ოჯახური თუ სამსახურეობრივი კონფლიქტები
  • კვებითი დარღვევები, ჭარბი წონა

უნდა გვახსოვდეს, რომ

  • ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭიროა, როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობა
  • ჯანმრთელი ფსიქიკა ეს არის ჰარმონიაში ყოფნა საკუთარ თავთან და ადაპტირება არსებულ რეალობაში, რაც სჭირდება ყველას
  • თერაპიული შეხვედრა კონფიდენციალურია

კლინიკა მარჯანში კონულტაციას ატარებენ ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტები, ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტი – გოგოლა იოსელიანი და ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტი – მარიამ დევიძე.

გეშტალტ თერაპია ერთერთი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობაა, რომელიც ორიენტირებულია, როგორც პიროვნული ზრდა–განვითარების პროცესზე, ასევე სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაზე. ეს მიმართულება ადამიანს ეხმარება დაინახოს საკუთარი თავის შეცნობის სწორი გზა, მოახდინოს „მე“- ს გაუცხოებული ნაწილების ინტეგრირება და გამთლიანება.

გეშტალტ თერაპიაში აქცენტი კეთდება გაცნობიერების გაფართოებაზე, აწმყო დროზე, საკუთარ თავთან და გარემოსთან კონტაქტზე, დაცვით მექანიზმებზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე, პოლარობებზე, შეგრძნებებზე და ემოციებზე.

გეშტალტ თერაპია არის ლაკონური და ეფექტური ფსიქოთერაპიული მოდელი, რომელიც ადამიანს ეხმარება არსებულ რეალობასთან შემოქმედებით მორგებაში.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian